ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, მრევლს მათი მოლოცვის შესაძლებლობა ექნება.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვლაქერნობა 1990 წლიდან აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში 15 ივლისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ მიტროპოლიტი გერასიმე და „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია.