weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

თელავის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს COVID-19 დაუდგინდა – წყარო უცნობია

18:09 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 hits 409

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ათი თვის ბავშვს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია.

ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვი თელავის კლინიკაში მკურნალობდა და COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო ექიმებმა მისთვის ტესტის ჩატარება გადაწყვიტეს. ვირუსზე ქონა დღეს დილით დადასტურდა.

ამ დროისთვის სოფელ ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი ბავშვის და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს იკვლევენ, გარდა ამისა, ტესტების ჩასატარებლად ნიმუშებსაც აიღებენ.

ამ დროისთვის ბავშვი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების დღიდან ეს ვირუსი სულ 1003 პაციენტს დაუდგინდა, აქედან 873 უკვე გამოჯანმრთელებულია.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მომუშავე და ყარაჯალაში ჩასულ ქალს ვირუსი 23 ივნისს დაუდასტურდა, ხოლო მეორე დღეს ვირუსი დაუდგინდა მის სიძეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]