ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვი თელავის კლინიკაში მკურნალობდა და COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო ექიმებმა მისთვის ტესტის ჩატარება გადაწყვიტეს. ვირუსზე ქონა დღეს დილით დადასტურდა.
ამ დროისთვის სოფელ ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ისინი ბავშვის და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს იკვლევენ, გარდა ამისა, ტესტების ჩასატარებლად ნიმუშებსაც აიღებენ.
ამ დროისთვის ბავშვი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების დღიდან ეს ვირუსი სულ 1003 პაციენტს დაუდგინდა, აქედან 873 უკვე გამოჯანმრთელებულია.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ერთ-ერთ ბაზრობაზე მომუშავე და ყარაჯალაში ჩასულ ქალს ვირუსი 23 ივნისს დაუდასტურდა, ხოლო მეორე დღეს ვირუსი დაუდგინდა მის სიძეს.