weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარდაბნის ორ სოფელში COVID-19-ზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება - გამყრელიძე

15:41 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, რის გამოც ორ სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ სოფლები ჩაიკეტოს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

„ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში, სადაც ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება გარდაბანის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით. ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას. ანუ, გვინდა, რომ მთლიანად სოფლის მოსახლეობა გავტესტოთ. სადაც დადებითი იქნება, დროულად რომ იქნას იზოლირებული და გადაყვანილი სამკურნალოდ. ვფიქრობთ, რომ ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კვლავ ჭარბობს კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევები, რომელთა იდენტიფიცირებაც დროულად ხდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გუშინ ინფიცირებულთა რიცხვი ათით გაიზარდა. დღეს კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]