weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

16:07 სამშაბათი, 28 ივლისი 2020
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. როგორც გზების დეპარტამენტში განაცხადეს, უხვი ნალექის შედეგად გზის კმ10-კმ41 მონაკვეთზე ადიდდა ხევები და მოსალოდნელია ღვარცოფი.

თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დილით თუშეთში ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა, გზა რამდენიმე საათშიც გაიხსნას.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა, რომლის სიგრძეც 72 კილომეტრია და გავლას 4 საათი სჭირდება, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისამდე დაკეტილია. გზის გაწმენდას აპრილში იწყებენ და მაისის ბოლოს ამთავრებენ.

წელს, 5 მაისს, გზის 36-ე კილომეტრზე ჩამოსულმა ზვავმა შპს „თუშეთის ავტოგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა, ხევში ჩაიტანა 2 ავტომობილი და ტრაქტორი, რომლითაც გზას წმენდდნენ. ზვავში მოყოლილი ზაქრო ცისკარიშვილის ამოყვანა მალევე მოახერხეს, ხოლო ზურაბ ოთიურიძე სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

2020 წელს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - „ენერჯი გრუპს“ ევალება. „თუშეთის ავტოგზა“ მისი ქვეკონტრაქტორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]