weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზიის 230 თანამშრომელი 3 კოლეგის სამსახურში აღდგენას ითხოვს

12:48 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მაუწყებელში დასაქმებულმა 230-მა ადამიანმა დღეს განცხადებით მიმართა და ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის სამსახურში აღდგენა მოითხოვა.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გურაბანიძის, მურვანიძისა და ქადიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მაუწყებლის ინტერესებს დააზიანებს.

გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი შოთა (ბაჩო) გურაბანიძე, გადაცემა „ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან 30 ივლისს გაათავისუფლა, რის მიზეზადაც ბრძანებებში პირველ ივლისს, თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მიუთითა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართვის საფუძველზე, პოლიციაში გამოძიება ძალადობის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მიმდინარეობს. ამ დრომდე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

გურაბანიძის, მურვანიძისა და ქადიძის გათავისუფლებას თანამშრომლების საპროტესტო აქცია მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გიორგი კოხრეიძის ბრძანებების სასამარლოში გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი სამართლებრივად დაუსაბუთებელია. EMC-ის შეფასებით, გურაბანიძის, მურვანიძისა და ქადიძის გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია დევნის, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი და მენეჯმენტი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ ახორციელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]