weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

FBI-ის მონაწილეობა არ უნდა იყოს მოჩვენებითი – მიხეილ რამიშვილი

16:29 ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020

დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მინისტის მოადგილეს, ვლადიმერ ბორცვაძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ გაეცნენ გარკვეული პირების ჩვენებებს, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა და ვერსიებმა იმატა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) დახმარების თაობაზე უკვე მიმათეს.

„მიდის ის პროცესი, რომ უნდა ვიცოდეთ, რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას, ფედერალურ ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყებენული შესაძლებლობა როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე, ყველა კითხვაზე იყოს ბოლომდე პასუხი გაცემული. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი“, – განაცხადა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI-ის ჩართვა გარდაცვლილის მშობლებმა მოითხოვეს. მათ გუშინ, 7 აგვისტოს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს და დახმარების თხოვნით ელჩს მიმართეს. აქციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ FBI-სთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი – 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]