weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2020

თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე 75 000 ლარი ირიცხება, ჩანაწერი მას ეკუთვნის – შსს

16:34 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 hits 759

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნია პატარა ზომის ფურცელი ჩანაწერით „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“. შსს-ს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩანაწერი თამარ ბაჩალიაშვილის მიერაა გაკეთებული.

შსს აცხადებს, რომ გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები და ერთ-ერთ ბანკში მის ანაბარზე 75 000 ლარი ირიცხება.

„შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ, 5 აგვისტოს, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ პორტატულ კომპიუტერზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის მეთოდებისა და გზების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციას იძიებდა. გარდა ამისა, როგორც შსს აცხადებს, გაუჩინარების წინა დღეს, 17 ივლისს, ის GOOGLE-ის საძიებო სისტემაში იმ მედიკამენტებს ეძებდა, რომელთა ნაწილი 22 ივლისს, მისი ცხედრის პოვნის დღეს, ავტომობილში აღმოჩნდა. შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი მისი გარდაცვალების შემთხვევაში საკუთარი Facebook-გვერდის გაუქმების შესახებაც ეძებდა ინფორმაციას.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიანიშნებს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ ეს ვერსია გამოიძიოს.

 

ამ თემაზე:

„გამოიყენეთ თანხა“ სავარაუდოდ დააწერინეს – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]