weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის სოფელ ვეჯინში კორონავირუსი მეორე ადამიანს დაუდასტურდა

14:01 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 22 წლის ქალს COVID-19 დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა რეგინფოსთან განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი იმ 27 წლის მამაკაცის დაა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

პაციენტი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი, ხოლო სოფელ ვეჯინში მისი კონტაქტების დადგენის მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სოფელ ვეჯინში 27 წლის მამაკაცის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 9 აგვისტოს გახდა ცნობილი. ის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ თანამშრომელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2020 წლის 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე დიდი წილი - 46.6% (127 შემთხვევა) რუსეთზე მოდიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]