weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

14:02 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე საათია პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორული მხრივ და ასევე, ზოგადი მდგომარეობის მხრივ, ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ასევე, ჩვენდა და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, არის დადებითი დინამიკა. თავის ტვინს სიცოცხლე შენარჩუნებული აქვს

ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის - 100%-ზე და შემცირდა, რაც შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს.

ვიმედოვნებთ, რომ სამივე პაციენტის სიცოცხლე, ჩვენი და მათი ძალისხმევით, გადარჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გუშინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებდა, რომ სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდათ. გუშინვე ორ პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]