weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს – თერჯოლის მიტროპოლიტი

17:48 შაბათი, 29 აგვისტო 2020

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგი შალამბერიძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ თერჯოლაში 11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას წესს ვერ აუგებენ.

ტელეკოპანია „რუსთავი 2“-თან მეუფემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მისთვის არავის მიუმართავს.

„ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ეს ღვთის გმობაა. არ შეიძლება, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? როგორ გეკადრებათ. გამონაკლისები ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავად არის ადამიანი და ექიმის ცნობები გვაქვს. თუ არაფერი აქვს, ვერაფერს გავაკეთებთ... ეს არის დიდი დანაშაული. დავავალებ მამაოს გამოიკვლიოს და პასუხს მერე მოგახსენებთ, ჯერ გამოვიძიებთ“, განაცხადა მეუფე გიორგიმ.

11 წლის ბავშვს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 23 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს, სამშაბათს, პირველ სექტემბერს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ბებია საპატრიარქოს მიმართავს, ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის მორწმუნე იყო: „შეიძლება, თავი არც მოუკლავს, მაგრამ, თუ ეს ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო. მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, მის სულს პატივს სცემენ და წესს აუგებენ“.

სამართალდამცავებმა მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]