weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა – პროკურატურა

15:35 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. ამასთან, ექსპერტიზის თანახმად, ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

როგორც დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინა, რომ პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციით. პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილს ტაბლეტები არ გაუხსნია „ბაკურიანის“ ბოთლში, რომელიც მისსავე ავტომობილშია ნაპოვნი. 

ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ საქმეში ნამდვილად არის ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზე საუბრობს.

„ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია იმიტომ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს“, – ასე შეაფასა გულუაშვილმა ვიდეომასალა, რომელიც, მისი თქმით, მოპოვებულია ბაჩალიაშვილის YouTube არხიდან და ტელეფონიდან.

გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ განცხადება გააკეთა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა და თვითმკვლელობის ვერსია კიდევ ერთხელ უარყო.

„მოვიყვან მსოფლიო დონის ფსიქოლოგებს, მოვუსმინოთ ჩანაწერებს და მერე ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ თვითმკვლელობაზე.

ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი თავი მოიკლას, ის არასდროს გაურბის სიკვდილს. აი ასე, თმების გასწორებით, გაპრანჭვით, პირბადეთი არ დადის, რაღაც კორონავირუსს არ გაურბის, გასახდომ ჩაის არ ყიდულობს სასიკვდილო აბებთან ერთად.

ცოტა ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ. ის ვიდეო ჩანაწერები არ ნახეს, სადაც ამბობს, მომავალი წინ მაქვს, ყველაფერი წინ მაქვსო?“, – განაცხადა ადვოკატმა რამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია – პროკურატურა

პროკურატურის ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]