მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 ადამიანი. კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 800 პირი.
გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 294 შემთხვევა გამოვლინდა, 26 სექტემბერს - 296, ხოლო 25 სექტემბერს - 265.
ამ თემაზე:
კორონავირუსის შემთხვევების მატება რამდენიმე დღეა მოსალოდნელი – ცერცვაძე