სააპელაციო სასამართლომ დღეს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ა.ა. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარადგინეს საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
„პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამ თემაზე:
პოლიციამ ლაგოდეხში 5 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებული დააკავა