weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თანამშრომლების ჩხუბის ეთერში გაშვებისთვის აჭარის ტელევიზია დაჯარიმდა

16:26 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020
ფოტოზე გიორგი კოხრეიძე / 1tv.ge-ის ფოტო ფოტოზე გიორგი კოხრეიძე / 1tv.ge-ის ფოტო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის მიერ თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრების საინფორმაციო გამოშვება „მთავარში“ გაშვებას.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე სამსახურიდან ათავისუფლებდა კიდევ სამ თანამშრომელს, მათ შორის, შოთა (ბაჩო) გურაბანიძეს და გიორგი მურვანიძეს, რომლებიც ალტერნატიული პროფკავშირის აქტიური წევრები და არხის მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები არიან. დირექტორის ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა - მათ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლება დირექტორის მხრიდან „სადამსჯელო სერიის გაგრძელებად“ შეაფასეს. მაუწყებლის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ გათავისუფლების საფუძველი პირველ ივლისს მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დაპირისპირების ამსახველი და სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.

შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაცით, სახელმწიფო ინსპექტორმა მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-ე მუხლის დარღვევისათვის.

„როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეო-მასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეო-მასალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდემასალის გასაჯაროვების გარეშეც. სამსახურმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდა კანონიერი მიზნისთვის შეუსაბამო მოცულობით და არ იყო მიზნის შესაბამისი“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტების პროტესტისა და ერთობლივი მიმართვის შემდეგ, დირექტორის ბრძანებით გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]