weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

54 სამედიცინო მუშაკს COVID-19 დაუდასტურდა

13:43 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 680 ადამიანიდან 54 სამედიცინო პერსონალია.

გამყრელიძის თქმით, მისი კოლეგების დაინფიცირება ხდება როგორც პროფესიული საქმიანობის დროს, ისე საყოფაცხოვრებო პირობებში.

„უფრო მეტია საყოფაცხოვრებო, იმიტომ, რომ შიდა გავრცელება ინტენსიურია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კორონავირუსზე ტესტირების რეჟიმში.

„მოხდება ყველა სამედიცინო მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება. ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკები (რეანიმაციების, კოვიდ-კლინიკების თანამშრომლები) კვირაში ერთხელ, ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული მუშაკები (როგორიცაა სასწარაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი) გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე. მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანებიც გაიტესტებიან სწრაფად, უფრო რეგულარულად - 72 საათში იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 748 000 PCR ტესტი ჩატარდა. ბოლო დღეებში ტესტირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 8000 ტესტია.

 

ამ თემაზე:

ინფიცირება გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა 3 რეგიონი – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]