პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 7367 გახდა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.
14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ოქტომბერს – 569.