weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

22:00 საათის შემდეგ მცხეთის რესტორნებიც დაიკეტება

13:03 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში არსებული რესტორნებიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

16 ოქტომბრიდან ეს რეგულაცია თბილისსა და იმერეთში მოქმედებდა.

„როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოქალაქეებს მოუწოდა, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.

„ეს, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, იმიტომ, რომ ამას უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ გთხოვთ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით წესები დავიცვათ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით: ან უნდა ქვეყანა სრულად ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების ყველაზე მეტი – 425 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში. რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება: იმერეთი – 372, აჭარა – 193, შიდა ქართლი – 64, ქვემო ქართლი – 53, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, გურია – 21, მცხეთა-მთიანეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთი – 9, სამცხე -ჯავახეთი – 9 და კახეთში – 3.

 

ამ თემაზე:

22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადანაიცვლა – გამყრელიძე

2 ბარის წინააღმდეგ იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის მუხლით გამოძიება დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]