weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა არ განიხილება – ტიკარაძე

12:05 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, სპორტის სასახლეში საველე ჰოსპიტლის მოწყობა არ იგეგმება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინისტრს დღევანდელ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა.

„არ განიხილება ეს ინფორმაცია, თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია. პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე. ვინაიდან ჩვენ ვიცით ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს 4392 საწოლია მობილიზებული, ადგილზე კი 2994 პაციენტი იმყოფება.

„ეს ცვალებადი რიცხვია, რადგან მუდმივ რეჟიმში ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ პაციენტების შეყვანა საავადმყოფოებში, ასევე ხდება მათი გაწერა ბინაზე ან კოვიდ-სასტიმროებში. ეტაპობრივად, დამატებით კიდევ ჩაერთვება 12 კლინიკა იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის საწოლფონდი იქნება საჭირო“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 11 033 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]