„1351 ახალი შემთხვევიდან 1012 სიმპტომიანი ადამიანები არიან, შემდეგ მოდის კონტაქტები – 51, ასევე, 61-ია სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.
ხაზგასასმელია, რომ დღეს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უკვე PRC-ის დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. მოსახლეობას პირდაპირ უნდა მოვუწოდოთ, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში, გვქონდეს კონტაქტი ოჯახის ექიმთან და 112- თან. თუ ისინი გვეტყვიან, რომ საჭიროა ტესტის გაკეთება (PCR თუ სწრაფი ტესტი), უნდა წახვიდეთ ტესტის გასაკეთებლად და პასუხის მოსვლამდე, სასრუველია იყოთ იზოლაციაში, ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. თბილისში დაფიქსირებულია 445 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ თემაზე:
COVID-19-ის გამო ახალციხის სასწრაფო დახმარების ცენტრმა მუშაობა შეაჩერა
ახალქალაქში COVID-19 სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს დაუდასტურდა