weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცავების მხრიდან, რაც მძარცველს აღიზიანებს – მძევალი

17:42 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

„ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცავების მხრიდან, რაც აღიზიანებს მძარცველსაც და მძევლებსაც. გაუგებარია, რამდენი ხანი მოგვიწევს მძევლობაში ყოფნა და ასეთი უმოქმედობის შემდეგ როგორ დასრუდება ეს ამბავი“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად არის აყვანილი.

ირაკლი კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესასრულებლად პოლიციას ვადა 18:00 საათამდე აქვს.

„18 მძევალი დარჩა იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ იყო და გაუშვა. დრო მიცემულია 6 საათამდე და მძარცველი ითხოვს 500 000 დოლარს და უსაფრთხოდ შენობის დატოვების საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კარგად გაითავისონ, რომ ხელში უჭირავს ხელყუმბარა. ხელიდან ხელში გადააქვს მუდმივად. პოლიციას მოთხოვნები დაახლოებით 2 საათის წინ გაეცნო და მას შემდეგ კონტაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა. მძევლის, რაკლი კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

ირაკლი კვარაცხელია ტელეკომპანია „პირველის“ გარდა „მთავარი არხის“ ეთერშიც ჩაერთო. ის გამტაცებლის მოთხოვნებს ახმოვანებს.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმთა სამინისტროს თანამშრომლები და სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

 

ამ თემაზე:

ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა დროულად მოხდეს მძევლების გათავისუფლება – საბანაძე

თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს ითხოვს

თავდამსხმელი პოლიციას 2 საათს აძლევს მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]