weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კატეგორიულად მოვითხოვთ ზუგდიდიდან ლაივსიგნალის გათიშვას/შეზღუდვას – შსს

18:39 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მედიასაშუალებების მიერ პირდაპირ ეთერში დამნაშავის ჩართვა საფრთხეს უქმნის პოლიციის მუშაობას.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – თქვა საბანაძემ.

შს მინისტრის პირველ მოადგილეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯარო პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას“, – დაწერა სოციალურ ქსელში გვარამიამ.

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

ბოლო ინფორმაციით, დამნაშავეს მძევლად აყვანილი ჰყავს 18 მოქალაქე. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც ბანკის შენობიდან ტელეკომპანიების - „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ეთერში პერიოდულად ერთვება. მან გაახმოვანა დამნაშავის მოთხოვნებიც – მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარის ნაღდი ფულის სახით მიტანა, პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად დამნაშავემ პოლიციას 2 საათი მისცა, რაც 18:00 საათზე ამოიწურა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამტაცებელი მძევლების დახოცვით იმუქრება. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი შეიარაღებულია ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით.

შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]