weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთმა ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა

17:18 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„გარდაცვალების გამო შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა ახმეტის რაიონის სოფელ დუისის მკვიდრის ზელიმხან სულთანის ძე ხანგოშვილის მიმართ, რომელიც მიმდინარეობდა 2004 წლის 22 ივნისის ღამეს, ინგუშეთში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე“, – განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში.

ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაური, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. 2020 წლის 18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა გასცეს.

ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ორი კვირის წინ დაიწყო. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე.

 

ამ თემაზე:

ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]