weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, სავარაუდოდ 1 კვირით დისტანციურ ფორმატზე გადავლენ

12:22 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი გადავა დისტანციურ ფორმატზე და მომავალ კვირაში კვლავ განახლდება ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ „დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავიდან აიცილონ რისკები“.

სავარაუდოდ, სკოლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა 26 ოქტომბრიდან მოუწევთ. ამ საკითხის დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სატელეფონო ზარებს არც სამინისტროს ცხელ ხაზზე პასუხობენ.

სამი დღის წინ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩენკელმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას, დისტანციურ რეჟიმზე არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს გადავიდოდნენ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს, შაბათს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

კახეთის სკოლები, რომლებიც არჩევნების გამო 3 დღით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]