ამ მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 26 503 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 10 163 პაციენტი და გარდაცვლილია 193.
გუშინ, 23 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის – 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 ოქტომბერს 1595 ახალი შემთხვევა იყო, 21 ოქტომბერს – 1351, 20 ოქტომბერს – 1194, ხოლო 19 ოქტომბერს – 1186.