weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა – შსს

22:12 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. სამართალდამცავებს მისი ადგილსამყოფელი ჯერ არ დუდგენიათ.

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ ავრცელებდნენ.

„ჩვენ ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ, რომ მისი ადგილამყოფელის დადგენის პირველ ეტაპზე გარკვეულწილად ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდგომ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად,

ჩვენს მიერ ამ ფოტოების საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა.

შესაბამისად, ჩვენ მედიასაშუალებებს გუშინ მოვუწოდეთ, რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ვინაიდან ვვარაუდობდით, რომ მსგავსი ინფორმაცია მივიდოდა მედიასაშუალებებამდე. თუმცა გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ჩვენი მოწოდება არ გაითვალისწინეს და უპასუხისმგებლბლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მონაცემები“, – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შს მინისტრის პირველი მოადგილის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით, რაც ტერორისტული აქტს გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე და 329-ე მუხლებით, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებული იქნა. დილის ხუთ საათზე კი უწყებამ განაცხადა, რომ გათავისუფლებულები იყვნენ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი. თავად თავდამსხმელი გაიქცა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

23 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გამოსასყიდი თანხა – 500 000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტის არ იყო და „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]