weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს COVID-19 დაუდასტურდა

10:42 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, ვირუსი მარტივ ფორმებში გადააქვს და სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„კორონავირუსი მაქვს ჩვეულებრივად, მარტივ ფორმებში, არც სიცხე მაქვს, არც არაფერი. თვითიზოლაციაში ვარ თბილისში, სახლში. ქვეყანა ხალხს ეხება და რა ვიცი, საიდან მოხდა დაინფიცირება“, – განაცხადა მამა კირიონმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფეს იმ ჟურნალისტთან ჰქონდა შეხება, რომელსაც ვირუსი გამოუვლინდა.

გუშინ, 26 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან თბილისში ფიქსირდებოდა 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, გურია – 32, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 18 692 აქტიური შემთხვევა იყო. აქედან 3832 ინფიცირებული მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა, 2249 – კოვიდ-სასტიმროებში, ხოლო 12 611 ბინაზე. საავადმყოფოში მოთავსებული 401 პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, მათგან 117 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა (თბილისში – 71, ხოლო აჭარის რეგიონში – 23).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]