weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსი კიდევ 123 ადამიანს დაუდასტურდა

15:57 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალიდან კორონავირუსით კიდევ 123 ადამიანი დაინფიცირდა.

„სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი“, – განაცხადა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საერთო ჯამში კორონავირუსით 1600-მდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი, ხოლო 15 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, 45 წლის ქალია.

თბილისში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 636 ახალი შემთხვევა, ხოლო რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია: აჭარა – 333, იმერეთი – 320, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 39, გურია – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15, მცხეთა-მთიანეთი – 9.

გუშინ, 27 ოქტომბერს, 1824 ახალ ინფიცირებულს შორის სამედიცინო პერსონალი 90 იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]