weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმერეთში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი, 45 წლის ქალი გარდაიცვალა

10:25 ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

ბაღდათის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, 45 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. კოვიდ-ინფიცირებული თბილისში მკურნალობდა.

ექიმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. გუშინ ღამით კოვიდით გარდაიცვალა ბაღდათის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც 45 წლის იყო. ექიმი მკურნალობდა სამედიცინო დაწესებულებაში. მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. ქალბატონი იყო მძიმეწონიანი. სამწუხაროდ, სუნთქვის უკმარისობითა და დისტრესით გარდაიცვალა“, – განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

27 ოქტომბერს, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 23 შემთხვევა დაფიქსირდა: თბილისში – 9, აჭარაში – 8, ხოლო იმერეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში – ორ-ორი.

ამასთან, გუშინ 1824 ახალი ინფიცირებულიდან 90 ექიმი იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დღიდან სულ დაინფიცირდა სამედიცინო დაწესებულებების 1678 თანამშრომელი.

საქართველოში კორონავირუსის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. პირველი შემთხვევა 25 ოქტომბერს იყო, როდესაც ახალქალაქის მკვიდრი, 70 წლის ქალი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]