weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ტრაგიკული შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, ყოველი 125-დან ერთი იღუპება – იმნაძე

16:53 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

„ტრაგიკული შემთხვევები, რაც დღეს თითო-ოროლაა, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება, იმიტომ, რომ კაცობრიობას კორონას წინააღმდეგ ჯერჯერობით არაფერი მოუგონია ორი რამის გარდა: ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

იმნაძის თქმით, თუ მოქალაქეები პირბადეს ატარებენ და დაიცავენ დისტანციას, კორონავირუსი გავრცელდება, თუმცა იმდენი პაციენტი იქნება, რომ ჯანდაცვის სისტემამ გამკლავება შეძლოს.

პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზეც გააკეთა განცხადება:

„ჩვენ მართლაც ისეთ პერიოდში ვართ, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა, რატომღაც, აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ მაქსიმალურად ეს არავის აღქმაშიც კი არ იყოს, რომ ეს პოლიტიკურ შეზღუდვებთან რაიმე კავშირშია. ასე რომ, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული – შეზღუდვები და ის, რომ ეკონომიკა ქვეყნაში ფუნქციონირებდეს.

იმედია, რომ ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს რეალობას: დღეს 125 ავად გამხდარიდან ერთი იღუპება. რომ გადაითვალოთ, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება, რამდენი 125-ით მეტი იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეისთვის ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანსა და კვების დაწესებულებას აკრძალული აქვს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა. აჭარაში და 10 დიდ ქალაქში 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აკრძალულია 10-ზე მეტის ადამიანის მონაწილეობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე არ არის ნებადართული ღია სივრცეში ისეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ეს უკანასკნელი არ ვრცელდებოდა წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაზე.

 

ამ თემაზე:

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს – ტიკარაძე

სახალხო დამცველი მთავრობას, საარჩევნო ადმინისტრაციებს, ოპოზიციას და მოსახლეობას მიმართავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]