weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლომჯარია პოლიციას მოუწოდებს, შეწყვიტოს არაპროპორციული ძალის გამოყენება 

23:15 კვირა, 08 ნოემბერი 2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს პოლიციას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

„უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!“, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მოქალაქეები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დათვლილ შედეგებს აპროტესტებენ, ცესკოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ცესკოსთან მისული დემონსტრანტების პირველი ნაკადის წინააღმდეგ პოლიციამ გაუფრთხილებლად გამოიყენა წყლის ჭავლი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა. საბანაძის განმარტებით, პოლიცია გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]