weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ დამიჭერენ, პოლიტიკური პატიმარი ვიქნები – DJ მიხაილო

14:39 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020
პირველი არხის ფოტო პირველი არხის ფოტო

შინაპატიმრობაში მყოფი მუსიკოსი და DJ მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, აცხადებს, რომ თუ სასამართლო მის მიმართ საპატიმრო სასჯელს გამოიყენებს, პოლიტიკური პატიმარი იქნება.

მიხაილოს თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, პრობაციის სამსახურთან შეთანხმებით პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად ახორციელებდა, თუმცა პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ღონისძიებაზე დაუკრა.

„მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ვმუშაობდი, პრობლემა არ ყოფილა და ახლა „გირჩის“ ივენთი იყო და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ატყდა ეს ამბავი.

ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ამბავია, მაგრამ სხვას ვერაფერს ვხედავ. თუ დამიჭერენ, ვიფიქრებ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიქნები. ეს ჩემს ინტერესში არ არის.

ვმუშაობ, ოჯახთან ერთად ვარ და ამის საშუალებას არ მაძლევენ. გათავისუფლების შემდეგ ყველაფერი ნულიდან დავიწყე და ვიბრძვი ნახევრად პატიმარი, რომ რაღაცას მივაღწიო და რაღაც გავაკეთო. სრულიად აბსურდულად, უმიზეზოდ არ მითვლიან ორ ივენთს. იმის გამო ითხოვს პრობაცია ციხეში ჩემს დაბრუნებას, რომ მოვალეობას ვასრულებდი და ვმუშაობდი, რაშიც, ციხეში ყოფნის დროს, მთელი 6 წელი, სამინისტრო ხელს მიწყობდა“, – განაცხადა მიხაილომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

მიხაილოს საქმეზე სხდომა დღეს უნდა გაიმართოს. სასამართლოში მუსიკოსის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ წარმოადგენს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მიხეილ თოდუა 2013 წელს დააკავეს. სასამართლომ 12 გრამი „მდმას“ შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან ციხეში 6 წელი გაატარა, 2019 წლის ოქტომბერში კი სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]