weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის სკოლების მოსწავლეებს სამინისტრო კვირაში ერთხელ ვაშლს დაურიგებს

16:26 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომიდან ვაშლს დაარიგებს. მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ვაშლი კვირაში ერთხელ დარიგდება. თბილისის შემდეგ კამპანია რეგიონებშიც განხორციელდება.

„ამ შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. ვაშლი სექტემბრიდან დეკემბრამდე დარიგდება. ჯერ თბილისში ვიწყებთ და შემდეგ ამ პრაქტიკას გავაფართოებთ. ეს სასარგებლო კამპანია იქნება, რომელსაც მალე მშობლებმაც უნდა მიბაძონ, რათა ბავშვებმა შესვენებაზე ვაშლი ჭამონ“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვაც აიკრძალება.

სკოლაში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვის მიზნით, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბრძანება 5 მაისს გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარების და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება: საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ. ჩიფსი, ჟელიბონი და ა.შ.), მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, სოკო ნებისმიერი ფორმით, დაკონსერვებული პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, გაზიანი სასმელები და თერმულად დამუშავებული კვერცხი.

სამინისტროს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს, ასევე საჯარო სკოლების დირექტორებს დაევალათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]