weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

არჩევნების მეორე ტურის გამო გადაადგილების შეზღუდვა დროებით გაუქმდა

13:18 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გამო, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, დღეს და ხვალ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება და საჯარო სივრცეში ყოფნა შეიზღუდა. მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესები გამო, მობილობის შემცირების მიზნით მიიღეს.

როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, შეზღუდვების მოხსნის საკითხი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]