weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

შაქარაშვილის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი 6 არასრულწლოვნის სასჯელი გამოცხადდა

17:07 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020
ფოტოზე - გიორგი შაქარაშვილი ფოტოზე - გიორგი შაქარაშვილი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული 6 არასრულწლოვნისთვის შეფარდებული სასჯელი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, ხოლო ერთს – სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს, რომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნ.ქ.-ს.​

რაც შეეხებათ ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, ისინი ძალადობისა და ძალადობის ორგანიზების გარდა, დამნაშავედ ცნეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაც. თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოიტანა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, განაჩენს გაასაჩივრებენ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო. თავდაპირველად, დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, 11 აგვისტოს, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დამამძიბებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

11 სრულწლოვანი ბრალდებული ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]