weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საწოლფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები საკმარისი არ არის – ლომჯარია

17:03 შაბათი, 05 დეკემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პასუხი გასცენ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს.

„სახალხო დამცველის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმური კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

სახალხო დამცველი ეხმაურება კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს სწავლობს. სახალხო დამცველი მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID 19-ის შემთხვევების აუდიტის ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 158 154 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 129 210, ხოლო 1462 – გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაინფიცირებულთა რაოდენობა 5450-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 2306 პაციენტი, 37 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]