weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის ორი თანამშრომელი დააკავეს

18:40 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მსჯავრდებული გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

„შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ.მ. და ლ.გ. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ამ თემაზე:

პროკურატურამ გიორგი რურუას ცემისთვის 3 პატიმარს ბრალი წარუდგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]