weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამეგრელოში კორონავირუსით 32 წლის კაცი გარდაიცვალა

15:29 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კოვიდ-კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა. ონლაინგამოცემა „ათიანთის“ ინფრმაციით, საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განაცხადა, რომ პაციენტი ათი დღის განმავლობაში სახლში თვითმკურნალობას ეწეოდა და საავადმყოფოში შეყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო - დაზიანებული ჰქონდა ფილტვები.

გუშინ, კორონავირუსით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა რუსთავში. 29 წლის პაციენტს ქრონიკული დაავადება არ ჰქონია და ლეტალური შედეგი, სავარაუდოდ, დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია.

„ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა, ექიმები აცხადებენ, რომ სტაციონარში განთავსების მომენტში მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ექიმები 8 დღის განმავლობაში ეცადნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ, სამწუხაროდ სასიკეთო შედეგებით ეს ვერ დამთავრდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ახალგაზრდების გარდაცვალების მაჩვენებელი 0.5 – 0.7%-ია.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ ვირუსს 2002 ადამიანი ემსხვერპლა. დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1148 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]