weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპანტების მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებულია

22:00 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 63 წლის მირიან თაზიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს გათავისუფლებულია. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

თეა ახვლედიანის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება დღეს მოხდა და ეს იყო საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

„სანამ ჩვენი დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა, ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებული იქნა უკანონო პატიმრობიდან, რაც სასიხარულოა“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს. სუს-ის თანახმად, შემთხვევა 20 ნოემბერს, სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. მირიან თაზიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]