weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ირაკლი ფანგანი დააკავეს

18:56 კვირა, 24 იანვარი 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტი დააკავეს. მას ხელბორკილები ორგანიზაციის შენობასთან დაადეს.

როგორც პოლიციის თანამშრომლებმა ირაკლი ფანგანს განუმარტეს, ის დაკავებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც ჩადენილი იქნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ირაკლი ფანგანის დაკავებას „ალტერნატივას“ წევრები აპროტესტებენ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან აქციას მართავენ.

გუშინ, 23 იანვარს, ჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, „ალტერნატივას“ აქტივისტები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირმა ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა. „ალტერნატივას“ წევრები ჩავლეიშვილს „მონას“ ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ მას აქციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან უმაღლეს საბჭოში შევიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]