„კანონიერი მფლობელია ამ მიწის. რა ვქნა ახლა? ჩვენც დაგეხმარებით და დავშალოთ“, – უთხრა პოლიციის წარმომადგენელმა მოქალაქეებს, რომლებიც კარვის ასაღებად გონივრულ ვადას ითხოვდნენ.
ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ასევე ითხოვენ განმარტებას, პროტესტის გასაგრძელებლად, სად შეუძლიათ კარვის გადატანა.
სოფელ ჟონეთში პოლიცია დილიდან არის მობილიზებული. სამართალდამცველების დახმარებით ინვესტორმა კომპანიამ შლაგბაუმი დადგა იმ ადგილთან, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება და სადაც რამდენიმე თვის წინ მოქალაქეებმა ჯვარი აღმართეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ ჯვარის დემონტაჟიც იგეგმება.
სამ თვეზე მეტია რიონის ხეობის მცხოვრებლები კარავში ათევენ ღამეს და დარაჯობენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ სამშენებლო სამუშაოების განახლება ვერ შეძლოს.
როგორც დღეს „ენკამ“ განაცხადა, მათ მხარდაჭერის მისაღებად სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.