weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ჩხოროწყუში მე-7 კლასის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

10:37 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. 8 მოსწავლე სკოლიდან მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში, ისე საგანმანათლებლო რესურსცენტრში. „რეგინფოს“ ჩხოროწყუს მერმა, დათო გოგუამ განუცხადა, რომ მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავება მერიის სამსახურებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ქალბატონი, რომელმაც ეს ჩაიდინა, არსად აღარ მუშაობს. მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში იყო დასაქმებული და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა. მან ბავშვები მოიყვანა თვითნებურად, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მისი საქციელი“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ დათო გოგუამ.

საგანმანათლებლო რესურსცენტში გვითხრეს, რომ სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შევიდა და „დასუფთავების აქციაში“ მოსწავლეების მონაწილეობაზე ნებართვა გასცა.

„ეს ქალბატონი მივიდა, თავი წარუდგინა და განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქციას ატარებდა, რომელშიც სხვადასხვა სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. სკოლაში იფიქრეს, რომ ჩვეულებრივი დასუფთავების აქცია იყო, ბავშვები სუფთა ჰაერზე იქნებოდნენ, ხელთათმანებს მისცემდნენ და ა.შ. არავის ეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ჩვენ დაუყოვნებლივ სამინისტროს ვაცნობეთ და რადგან დანაშაულის ნიშნები დაინახეს, საქმეს პოლიცია იძიებს. ჩვენ შევწყვიტეთ ამის გამოკვლევა. შევხვდით ბავშვებს და ბოდიში მოვუხადეთ მშობლებს“, – განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

ამ თემაზე:

რომ გაიზრდებიან, იტყვიან ამ ქალს ჩვენთვის სიკეთე უნდოდაო – ეთერ ჯაფარიძე

ოპოზიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვს

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]