weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რომ გაიზრდებიან, იტყვიან ამ ქალს ჩვენთვის სიკეთე უნდოდაო – ეთერ ჯაფარიძე

16:17 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

„დასანანი აქ არაფერი არ არის. რომ გაიზრდებიან, მაშინ იტყვიან - ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო. როცა დედამიწის დღე არის ორდღიანი და ბავშვები ტყეში, ღრეში, ორღობეში არიან, ის დანაშაული არის თუ არა?!“, – განაცხადა ჩხოროწყუს მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ეთერ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები მერიის შენობის დასასუფთავებლად საკუთარი ინიციატივით მიიყვანა და ამ საქციელს არ ნანობს.

„მე გადავწყვიტე ასე. შემცირების შემდეგ დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის პატარა მარცვალი ჩამედო. წავედი მეორე სკოლაში, შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, ნონა თოდუას, შემიყვანა მეშვიდე კლასში, დაველაპარაკე ბავშვებს და წამოვიყვანე მერიაში, იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის, შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ. წამოვედით, ეს დავახვედრე გაბრიალებული. მე, ფაქტობრივად, ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე, არ მეთაკილება. აქ ვითამაშეთ, ფაქტობრივად“, – ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბავშვების მიმართ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია.

ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი საპირფარეშოს იატაკს წმენდენ.

როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ უთხრა, ეთერ ჯაფარიძემ ბავშვები მერიაში თვითნებურად მიიყვანა.

ეთერ ჯაფარიძე ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის“ თანამშრომელი იყო. ორგანიზაციის დირექტორის, ბესიკ კვირკველიას თქმით,  ჯაფარიძე, სხვებთან ერთად, შემცირებაში მოყვა და 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სამსახურში აღარ მუშაობს.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

ამ თემაზე:

ოპოზიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]