weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩხოროწყუში აქცია გაიმართა მოსწავლეების მიერ მერიის ტუალეტის დასუფთავების გამო

15:05 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან დღეს ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, ყველა იმ პირის დასჯას, ვისაც წვლილი მიუძღვის სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავებაში.

აქციის მონაწილეები მერთან, დათო გოგუასთან შეხვედრას ითხოვდნენ და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაც სცადეს, რისი უფლება იქ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე ისმოდა მერის გადადგომის მოთხოვნაც.

„ვითხოვთ მერთან შეხვედრას. თუ ის დაგვემალება, ნიშნავს, რომ არ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას. ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დაყენებას. სანამ დააფარებს თავის მოძალადე თანამშრომლებს ხელს, ვიფიქრებთ, რომ ის ამ სიბინძურეში არის გარეული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ისინი საპირფარეშოს იატაკს წმენდენ.

როგორც გაირკვა, ბავშვები მერიის შენობაში დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა ეთერ ჯაფარიძემ მიიყვანა. ჩხოროწყუს მერი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობენ, რომ ეთერ ჯაფარიძის ქმედება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]