weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

ვაქცინის არქონის ფონზე ქვეყნის გახსნა დიდი რისკია – კულუმბეგოვი

13:13 ორშაბათი, 01 მარტი 2021

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის არქონის ფონზე, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ლიბერალური მოდგომა არასწორია. კულუმბეგოვის თქმით, ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შემოსატანად აქტიურად არ იმოქმედა.

„ვაქცინის არქონის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი. ეს აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

ჯერ უნდა ყოფილყო ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი აცრილი, რომ ჩვენ შეზღუდვების ასეთ ლიბერალურ მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც ჩვენ შესაძლებელია უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.

ვაქცინა არ შემოდის ქვეყანაში, ეს წმინდა „კოვაქსის“ პრობლემაა, ასე თუ ვიტყვით, მაგრამ სახელმწიფოს უდა გაეკეთებინა მეტი ქმედება იგივე „კოვაქსთან“. ხელისუფლებამ აქტიური ქმედებები არ განახორციელა და ბუნებრივია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და ადამიანებს ამის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველთან“.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი დაიწყო, მათ შორის, დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში, ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით ამუშავდა ბიბლიოთეკები და მუზეუმები.

შეზუდვების ნაწილი წინა კვირაში მოიხსნა, ნაწილის მოხსნა კი 8-15 მარტიდან იგეგმება. ამასთან, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 947 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი 1.44%-ია.

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1849 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 1510 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 265 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.

მთავრობა აანონსებდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა და პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყებოდა.

 

ამ თემაზე:

„ფაიზერის“ შემოტანამ გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით – გამყრელიძე

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერზე“ ადრე შემოვა, ასეთი მოლოდინი გვაქვს – გაბუნია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]