weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გომისმთაზე ახალგაზრდები გზაში ჩარჩნენ, ერთი ადამიანი გაიყინა

11:30 პარასკევი, 12 მარტი 2021
მოლაშქრეთა კლუბი იეტის ფოტო მოლაშქრეთა კლუბი იეტის ფოტო

გომისმთაზე ერთი ადამიანი გაიყინა. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ათკაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ამ თემაზე: გომისმთაზე მაშველებმა სამი ადამიანი ცოცხალი იპოვეს, ერთი გარდაცვლილი

ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწე „რეგინფოსთან“ ამბობს, რომ რამდენიმე ოზურგეთელი ახალგაზრდა ქარბუქში მოჰყვა. ისინი ავტომობილით თოვლში ჩარჩნენ.

ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანიის „გზამშენი 18“-ის ხელმძღვანელის, თემურ ჯახვას ინფორმაციით,

თოვლში 4 ადამიანი ჩარჩა, მათგან ერთი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. დახმარებისთვის კონტაქტზე გასვლა მეოთხე ახალგაზრდამ შეძლო.

თემურ ჯახვამ „რეგინფოს“ ცოტა ხნის წინ უთხრა, რომ ტექნიკა, რომელიც გზას წმენდს, შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრშია და იქამდე მისვლას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მთიან ზონებში თოვლის ზვავებისა და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების საფრთხე არსებობს.

 

გომისმთაზე ჩარჩენილ ახალგაზრდებთან კავშირი გაწყდა, მაშველები ჯერ არ მისულან

მაშველები გომისმთაზე იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც ახალგაზრდები ჩარჩნენ

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]