weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღამეს ქუთაისში მოედანზე გავათევთ, ხვალ ნამოხვანში წავალთ - გოლეთიანი

17:59 კვირა, 14 მარტი 2021
ფოტოზე - ვარლამ გოლეთიანი ფოტოზე - ვარლამ გოლეთიანი ფოტო © Mtisambebi.ge

ჩვენ მთელი ღამე აქ ვრჩებით. პროტესტის 142-ე ღამეს ქუთაისში, მოედანზე გავათევთ. ამის შემდეგ შევქმნით ჯგუფებს იმ ხალხისგან, ვინც აქ დარჩება და ხვალ წავალთ ნამოხვანში. თქვენ იცით, რომ თითქოს საუბარი იყო ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლებაზე. იმედია, ხელი არ წაუცდება ამ მიმართულებით არავის. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მოვუწოდებ მათ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე. ყველაფერს აქვს საზღვარი და ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიან ფორმატში, მაგრამ თუ კი ისინი, მაინც ეცდებიან, რომ არ გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ნება, მოგვიწევს მათთვის ხელის შეშლა ამ პროცესში, არა ქვების სროლით, არამედ იმ ჯგუფებით, რომლებიც დღეს აქ შევიყრებით და თუ ვინმე დააპირებს, რომ ტრაქტორი ამოქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ. ეს მათ კარგად იცოდნენ“, - განაცხადა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ შეისმენს და მათი მოთხოვნები არ შესრულდება, შემდეგი საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

„დაწყებულია პროცესი, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება სხვადასხვა კუთხიდან, კეთდება ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ადამიანებთან, მიიტანენ ამ ინფორმაციას და შემდეგი აქცია იქნება თბილისში.

ნუ მოგვათხოვინებენ ხელისუფლების ცვლილებას. შეასრულონ ქართველი ხალხის ნება და ნუ გადაგვიყვანენ იმ ფორმატში, რომ ვიძახოთ გადადექი, წადი და მოდი ვიღაც ისეთო, რომელიც ჩვენს ნებას შეასრულებს.

არ გვინდა ეს ყველაფერი ამაში გადაიზარდოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა, რაც ჩვენ დავაყენეთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ ვერ დათმონ ქვეყნის და ჩვენი ინტერესები. მუდმივად შევახსენებთ მათ, რომ ჩვენი დაქირავებულები არიან. თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან, გავუშვებთ და მოვიყვანთ ისეთ ხალხს, ვინც დაგვემორჩილება“.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დღეს გამართულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს დღეს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]