weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

16:11 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის, 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის კომაში ჩავარდა.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

კლინიკასთან ექთნის ახლობლები იმყოფებიან. მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არც ინფორმაციას აწვდიან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქალის ახლობლებმა კლინიკის შესასვლელის შუშები ჩაამტვრიეს. სამედიცინო ცენტრში პოლიციაა მობილიზებული.

კლინიკის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმაც, რომელიც სამედიცინო ცენტრში მივიდა.

„რეგინფო“ მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან.

შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ამ ვაქცინით პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. 

 

ამ თემაზე:

ახალციხეში კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ანაფილაქსიის გამო არცერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუწყვეტია - მინისტრის მოადგილე

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]