weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ვაშლიჯვართან, ფერდობზე ახალი ნაპრალების გაჩენას მერია უარყოფს

18:35 შაბათი, 20 მარტი 2021

ვაშლიჯვართან, მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე განვითარებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ზოგიერთი ექსპერტი მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ახალი ნაპრალების გაჩენასთან დაკავშირებით, რაც „საზოგადოების დეზინფორმირებადა პანიკის დათესვას“ ისახავს მიზნად.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი და კვლევა.

„მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას და ამის შემდგომ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერიის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარედ რღვევები და ნაპრალები ახალი არ არის, ათეულობით წლებია არსებობს და მოსალხეობისთვის საფრთხეს არ ქმნის.

„მეწყერული სხეულს, რომლის ჩასახვა გააქტიურება მოხდა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში და ახალი ბზარების გაჩენაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს“, – განაცხადა მერიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა.

17 მარტს ცნობილი გახდა ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდობზე მეწყერული პროცესების განვითარების შესახებ. გავრცელდა ფოტოებიც, რომელზეც დიდი ზომის ნაპრალები ჩანს. დღეს, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ თქვა, რომ ახალი ბზარებია გაჩენილი ფერდობის კიდევ ერთ ნაწილში.

„აქაც მალე ანალოგიური მდგომარეობა იქნება, თუ ასე გავაგრძელეთ ეს აბოლუტურად... არ ვიცი, რა ვუწოდო... ეს სოკოებივით ამოსული ახალი კორპუსები, რომელთა მშენებლობის ხარიხსი არის ძალიან დაბალი და საფრთხის შემცველი. აქ რამდენიმე ბზარია გაჩენილი და ამას სჭირდება სერიოზული მონიტორინგი. ამის სპეციალისტები საქართველოში არ მეგულება “, – ამბობს თეა გოდოლაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]