"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება. გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება მაშველებს ხელს უშლის ხილვადობაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ხანძრის ლოკალიზებას ასობით მეხანძრე, 120 მეტყევე, ათობით სახანძრო მანქანა და მოხალისეები ცდილობენ. სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენები.
20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხერხდა, თუმცა ქარის გამო ცეცხლი კვლავ გავრცელდა. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.